ისტორია

ქათული ცეკვა რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ - ეროვნულ საბალეტო ხელოვნებას.

 

ცეკვის მოკლე მიმოხილვა

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. როგორც საქართველოს ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი ქართული ცეკვის არსებობა თარიღდება (ძვ.წ. II ათასწლეულით) რომელსაც ადასტურებს თრიალეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება, სადაც მონადირეთა ფერხული არის ასახული. მასობრივი (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა „სახიობა“ რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. საქართველოს სამეფო ნაციონალური წარმოდგენა კი საქართველოს სამეფოს შექმნისთანავე (ახ.წ. III საუკუნეში) შეიქმნა. როდესაც საქართველოს რელიგიური მიმდევრობა ჯერ კიდევ კერპ-თაყვანისცემაში იყო ასახული. სანამ საქართველოს პირველმა მეფემ მირიანმა და დედოფალმა ნანამ, როგორც ძველი ლეგენდა გვამცნობს საბოლოოდ არ მიიღეს ქრისტიანობა. (ახ.წ 337 წ.) ამ დროიდანვე იღებს სათავეს საქართველოს სამეფო ნაციონალური თეატრალური დასი, რომელიც სამეფო კარზე სინთეზურ თეატრალურ სანახაობებს მართავდა. მასში გაერთიანებული იყო მუსიკა, ქორეოგრაფია, თეატრი, მღერა და საცირკო სანახაობა. ის დაყრდნობილი იყო ქართულ ფოლკლორზე, სუფთა ქართული წარმოდგენის ფორმით. შემდგომ საუკუნეებში კი ეს სინთეზი დაიყო, განიცადა ფორმაცია და ცალკეულ სანახაობად გარდაიქმნა. იდგმებოდა როგორც ცალკეული ქორეოგრაფიული დადგმები ასევე, ქართული მუსიკალური და თეატრალური სანახაობები.

დღეს კი მრავალ საუკუნოვანი შესვენების შემდეგ საქართველოს და მთელს მსოფლიოს აქვს საშუალება, რომ იხილოს უძველესი ისტორიის მქონე საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტი“  თავისი ნოვატორული მიდგომით ქორეოგრაფიაში, ძველის და ახლის სინთეზით, დაკომპლექტებული პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეების მონაწილეობით. „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ახალი კონცეფციის თანახმად, სადადგმო მიმართულება არის დაყოფილი ქართული - კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიო ხალხთა ცეკვების გაერთიანებული სინთეზური წარმოდგენის სახით. „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ არის ახალი ქორეოგრაფიული სინთეზის ძიებაში და ასევე ინარჩუნებს ტრადიციულ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს.