დამფუძნებლები

 ჩამოყალიბების იდეა

„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ჩამოყალიბების იდეა, ეკუთვნის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე - ქორეოგრაფს, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოს „საქართველოს ცეკვის აკადემიის“ დამფუძნებელს გელა ფოცხიშვილს და სქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოს, მოცეკვავე ქორეოგრაფს მაია კიკნაძეს. ისინი სათავეში ჩაუდგნენ ამ გრანდიოზულ პროექტს და ცდილობენ ბოლომდე მიიყვანონ ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო იდეა. შეასხან ხორცი და გააფრთიანონ, როგორც მათი ერის ისტორიის უმთავრესი რეიტინგული ნაწილი.

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს აქვს საშუალება დაიბრუნოს მისი ძველი სტატუსი მსოფლიოში. ასევე ასაღნიშნია ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე რამოდენიმე ათეული წელია არის როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოს დიდი რუქაზე. რაც იმას განაპირობებს, რომ არ შეიძლება, ამხელა ისტორიის მქონე ქვეყანას არ ჰყავდეს სამეფო ნაციონალური ბალეტი.

სპეციფიკის მიხედვით

„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ როგორც ადამიანთა კოლექტიურ, ესთეტიურ-ყოფითი ფენომენი, დაკავშირებულია პოლიტიკურ-ეკონომიურად ძლიერ ელიტარულ ქვეყნებთან და ქალაქებთან, წარმოადგენს საზოგადოების განვითარბის დემოკრატიული სისტემის სრულიად ახლებურ აღქმას. მისი ჩამოყალიბება ასეთი ფორმით როგორც პროფესიონალური საცეკვავო კომპანია არის მნიშვნელოვანი მოვლენა. რომელიც, ცდილობს მიუახლოვოს ერთმანეთს ელიტარული და მასის კულტურა, ფანტაზია და რაციონალიზმი, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა და კლასიკური ქორეოგრაფია. ის გამოირჩევა თავისი ნოვატორული მიდგომით, მასშტაბით და პროფესიონალური დონით.  სპეციფიკის მიხედვით, „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმოადგენს იმ მასშტაბურ საცეკვავო კომპანიას, რმელშიც გაერთიანებულია ასობით ადამიანი, საქართველოს ყველა კუთხიდან. ის ახდენს გარკვეულ გავლენას თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.