დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი

გელა ფოცხიშვილი

გელა ფოცხიშვილი ჩვენი დროის როგორც ერთერთი საუკეთესო მოცეკვავე. დაიბადა 1978 წლის 18 ნოემბერს.

1984 წელს დაიწყო ცეკვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის სტუდია „მერანში“ რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,

პროფესორი ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი, რომელიც დაამთავრა 1989 წელს.

1989 -1995 წლამდე კი სწავლობდა ქართული ნაციონალური ბალეტის თეატრ „მეტეხი“ -ს ქორეოგრაფიულ სტუდიაში. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქორეოგრაფიის ამაგდარი, ცეკვის თეატრ მეტეხის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი. რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ამჟამად წოდებული (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შემოქმედებითი კავშირი)  „საქართველოს ფილარმონიის“ ცეკვის თეატრ „მეტეხში“  მსახიობ მოცეკვავედ.

1996 წლიდან დღემდე არის ამავე თეატრის წამყვანი სოლისტი და აგრეთვე დამდგმელი ქორეოგრაფი.

1999 წელს ის წარმატებით ამთავრებს ქართული ნაციონალური ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ქორეოგრაფიის ფაკულტეტს, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. სადაც იგი დაეუფლა ქართული ფოლკლორის, მსოფლიო ხალხთა, კლასიკური და თანამედროვე ცეკვების სადადგმო ხელოვნებას.

გელა ფოცხიშვილი არაერთხელ გამოსულა და ეხლაც აქტიურად გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში. როგორც მოცეკვავე-მსახიობი და ამავდროულად როგორც ქორეოგრაფი. მას აქვს მიღებული არაერთი პრესტიჟული საცეკვვო ჯილდო.

გელა ფოცხიშვილი არის მოცეკვავე და ამავდროულად ქორეოგრაფი, მას აქვს 18 წლიანი საცეკვაო სტაჟი პროფესიონალურ სცენაზე.

მისი საცეკვავო წარმატება არის აღიარებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არაერთხელ არის აღიარებული წლის საუკეთესო მოცეკვავედ მსოფლიოს მრავალი თეატრების და პროდუსერების მიერ.

2000 წელს გელა ფოცხიშვილი  საქართველოს ქორეოგრაფიის სამხატვრო საბჭომ აღიარა, საქართველოს წლის საუკეთესო მოცეკვავედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 აპრილის განკარგულებით გელა ფოცხიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით გელა ფოცხიშვილს მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება.

2006 წელს გელა ფოცხიშვილმა ჩამოაყალიბა  „ცეკვის აკადემია“ როგორც პროფესიონალური საცეკვავო სასწავლებელი, სადაც ის გახლავთ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2008 წელს გელა ფოცხიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტი" სადაც ის გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი.

ის 1984 წლიდან დღემდე პატრიოტულად ემსახურება ქართულ კულტურას, კერძოთ კი ქართულ ქორეოგრაფიას.