სამხატვრო ხელმძღვანელი

მაია კიკნაძე

მაია კიკნაძე დაიბადა 1979 წლის 12 დეკემბერს

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი, სპეციალობით ბალეტის მსახიობი.

1997 წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის საქართველოს სახელმწიფო აკდემიურ ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორც ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფ გოგი ალექსიძის ხელმძღვანელობით.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ამჟამად წოდებული (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შემოქმედებითი კავშირი)  „საქართველოს ფილარმონიის“ ცეკვის თეატრ „მეტეხში“  მსახიობ მოცეკვავედ.

2000 წლიდან დღემდე ის არის ცეკვის თეატრ მეტეხის წამყვანი სოლისტი და აგრეთვე ქორეოგრაფ რეპეტიტორი. მას გააჩნია 17 წლის პროფესიონალურ სცენაზე მუშაობის სტაჟი.

ამ ხნის მანძილზე მან იცეკვა ყველა წამყვანი პარტია, ცეკვის თეატრ მეტეხში დადგმულ ყველა საცეკვავო ნომერში, მინი სპექტაკლებში და ქორეოგრაფიულ მინიატურებში.

2001 წელს დაამთავრა ქ, თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივრსიტეტი ამჟამად წოდებული (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) სპეციალობით კლასიკური, მსოფლიო ხალხთა, ქართული ცეკვის პედაგოგ - ქორეოგრაფი.

მაია კიკნაძემ ცეკვის თეატრ „მეტეხი“-ს დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყველა მათ მიერ ჩატარებულ  წარმოდგენაში როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოს მრავალ თეატრში.  ცეკვის თეატრთან ერთად იმოგზაურა მეტად მნიშვნელოვან გასტროლებზე მთელი მსოფლიოს გარშემო და ყველა წარმოდგენაში დაამტკიცა მისი დიდი პროფესიონალიზმი. აგრეთვე მრავალჯერ წარმოადგინა საქართველოს სახე ისე როგორც ქართველ პროფესიონალ მსახიობს შეეფერება.

ამჟამად იგი აგრძელებს აქტიურ შემოქმედბით მოღვაწეობას სცენაზე და ამავდროულად ის ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას „ცეკვის აკადემიაში“  როგორც ქართული ცეკვის პედაგოგ ქორეოგრაფი. აგრეთვე  როგორც კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფი. 

მაია კიკნაძე არის „ცეკვის აკადემიის“ დამფუძნებელი, აგრეთვე კლასიკური  და სახასიათო ცეკვების განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი.

მაია კიკნაძე 2008 წლიდან გახლავთ საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით მაია კიკნაძეს მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება.