ქართული ცეცხლი

წარმოდგენის მოკლე ისტორია

სამეფო ნაციონალური ბალეტი წარმოგიდგენთ ახალი დადგმების მსოფლიო პრემიერას, რომელიც არის უნიკალური პრეცედენტი საქართველოს და მსოფლიო ქორეოგრაფიის ისტორიაში.

საკონცერტო წარმოდგენა დაყოფილია ორ მოქმედებად, პირველი მოქმედება მოიცავს ქართულ საცეკვავო წარმოდგენას სახელწოდებით „ქართული ცეცხლი“  ხანგრძლივობით ერთ საათს, გრანდიოზული დეკორაციების და ტექნიკური გაფორმების თანხლებით, აღჭურვილია უნიკალური კოსტუმებით, წარმოდგენა მიმდინარეობს ახალი მუსიკალური გაფორმებით. 

კონცერტში მონაწილეობს 50 მოცეკვავე - მსახიობი. 

სამეფო ნაციონალური ბალეტის ახალი წარმოდგენა არ ჰგავს მსოფლიოს არცერთ დადგმას ეს არის სრული ნოვაცია და სიახლე შოუ ბაზარზე. სადაც გაერთიანებულია როგორც მსოფლიო ფოლკლორული აგრეთვე კლასიკური მიმართულების საცეკვაო ელემენტები, აკრობატიკა, თავბრუ დამხვევი ტრიუკები, ტემპერამენტი, გრაცია, სინქრონი, მსახიობის ოსტატობა ათლეტური ბიჭები და ტემპერამენტიანი გოგონები. ასევე გვინდა შეგახსენოთ, შოუში მონაწილეობს 8 პატარა მოცეკვავე რომელიც გასაოცარ სილამაზეს სძენს წარმოდგენას და უფრო კომერციულს ხდის მას! 

 

"ქართული ცეცხლი"

პროგრამა

1. კოხური სუიტა

2. ფრესკები

3. დავლური

4. მთიულური ვარიაციები

5. ხევსურული სუიტა

6. ფარიკაობა

7.თბილისური ბოჰემა

8. ცეკვა წყაროსთან

9. ლეზგინკა

10. მხედრული

 

დამდგმელი ბალეტმეისტერი

გელა ფოცხიშვილი