გზა

 წარმოდგენის მოკლე ისტორია

სამეფო ნაციონალური ბალეტი წარმოგიდგენთ ახალი დადგმების მსოფლიო პრემიერას, რომელიც არის უნიკალური პრეცედენტი საქართველოს და მსოფლიო ქორეოგრაფიის ისტორიაში. 

მსოფლიო ხალხთა ცეკვების საკონცერტო წარმოდგენა სახელწოდებით „გზა“.  სადაც გაერთიანებულია მთელი მსოფლიოს კულტურა, წარმოდგენის ხანგრძლივობა მოიცავს ერთ საათს, აღჭურვილია უნიკალური კოსტუმებით, სლაიდური დეკორაციებით და თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიებით, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და თვალწარმტაცს ხდის წარმოდგენას.

კონცერტში მონაწილეობს 50 მოცეკვავე - მსახიობი. 

სამეფო ნაციონალური ბალეტის ახალი წარმოდგენა არ ჰგავს მსოფლიოს არცერთ დადგმას ეს არის სრული ნოვაცია და სიახლე შოუ ბაზარზე. სადაც გაერთიანებულია როგორც მსოფლიო ფოლკლორული აგრეთვე კლასიკური მიმართულების საცეკვაო ელემენტები, აკრობატიკა, თავბრუ დამხვევი "ტრიუკები", ტემპერამენტი, გრაცია, სინქრონი, მსახიობის ოსტატობა, ათლეტური ბიჭები და ტემპერამენტიანი გოგონები. ასევე გვინდა შეგახსენოთ, შოუში მონაწილეობს 8 პატარა მოცეკვავე რომელიც გასაოცარ სილამაზეს სძენს წარმოდგენას და უფრო კომერციულს ხდის მას! 

"გზა"

მსოფლიო ხალხთა ცეკვების წარმოდგენა

 

1. იტალიური სუიტა

2. ესპანური სუიტა

3. უკრაინული სუიტა

4. ტანგო მიქს

5. არგენტინული ცეკვა "გაუჩო"

6. კარმენი ვარიაცია

7. მექსიკური სუიტა

8. არგენტინული სუიტა

9. სიყვარულის ისტორია 

10. ამერიკული სუიტა "ბროდვეიზე"

11. ბოშური

12. გოგონა წითლებში

13. ებრაული სუიტა

 

დამდგმელი ბალეტმეისტერი 

გელა ფოცხიშვილი