აკადემიის შესახებ

„ცეკვის აკადემია“ როგორც ადამიანთა კოლექტიურ, ესთეტიურ-ყოფითი ფენომენი, დაკავშირებულია პოლიტიკურ-ეკონომიურად ძლიერ ელიტარულ ქვეყნებთან და ქალაქებთან, წარმოადგენს საზოგადოების განვითარბის დემოკრატიული სისტემის სრულიად ახლებურ აღქმას. მისი ჩამოყალიბება ასეთი ფორმით როგორც პროფესიონალური საცეკვავო კომპანია არის მნიშვნელოვანი მოვლენა. რომელიც, ცდილობს მიუახლოვოს ერთმანეთს ელიტარული და მასის კულტურა, ფანტაზია და რაციონალიზმი, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა და კლასიკური ქორეოგრაფია. ის გამოირჩევა თავისი ნოვატორული მიდგომით, მასშტაბით და პროფესიონალური დონით.  სპეციფიკის მიხედვით, ცეკვის აკადემია წარმოადგენს იმ მასშტაბურ საცეკვავო კომპანიას, რმელშიც გაერთიანებული არის ასობით ადამიანაი, საქართველოს ყველა კუთხიდან. ის ახდენს გარკვეულ გავლენას თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ცეკვის აკადემიის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი ბალეტმეისტერი გახლავთ, საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, „სქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ქორეოგრაფ - რეჟისორი გელა ფოცხიშვილი და ასევე, „ცეკვის აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ქორეოგრაფი მაია კიკნაძე.

მათ ეკუთვნით ეს გრანდიოზული იდეა და მათი მონდომებით 2006 წელს ჩამოყალიბდა  პირველი ცეკვის აკადემია როგორც პროფესიონალური საცეკვაო სასწავლებელი!

საკონცერტო პროგრამა:

ცეკვის აკადემიას გააჩნია რამოდენიმე ტიპის საცეკვავო წარმოდგენა, ის არ არის ჩაკეტილი ვიწრო ფოლკლორულ ჩარჩოში. ცეკვის აკადემიაში იდგმება, როგორც ქართულ ფოლკლორული დადგმები სასცენო ინტერპრეტაციით, ასევე მთავარი ამოცანაა მუშაობა მსოფლიო ხალხთა და კლასიკური ცეკვების მიმართულებით. აგრეთვე დიდი ყურადღება ექცევა მსახიობის ოსტატობას და თეატრალიზებული სანახაობის შექმნას.